სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები

 2025-2026 სასწავლო წლის ღონისძიებები და აქტივობები

II სემესტრი

კლასები

თარიღი

ღონისძიება/აქტივობა

მოკლე აღწერა

საგნობრივ სტანდარტთან კავშირი

VII

VII

14 მარტი

(09.02-05.03)

·        მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე (პრეზენტაციების/დიორამების მომზადება აფრიკის მდინარეების შესახებ)

 

·        ცნობიერების ამაღლება მდინარეების მნიშვნელობასთან დაკავშირებით;

·        მდინარეების როლი ადამიანების ცხოვრებაში;

 

სამიზნე ცნებები:

·        გეოგრაფიული გარსი

·        მოსახლეობა და მეურნეობა

·        მდგრადი განვითარება

VIII

VIII

22 აპრილი

·        დედამიწის დღე (მოსწავლეების პოსტერების, ფოტოების გამოფენა)[1] ან/და

·        ბოტანიკური ბაღის მონახულება

·        გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა და გაანალიზება; ცნობიერების ამაღლება ბუნების დაცვის და მოვლასთან დაკავშირებით;

სამიზნე ცნებები:

·        გეოგრაფიული გარსი

·        მოსახლეობა და მეურნეობა

·        მდგრადი განვითარება

IX

მაისი

·        საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ესეების კონკურსი. ან/და

·        გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ვიზიტი

·        დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა ადამიანის და საზოგადოების განვითარებისთვის;

·        ბუნების მრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობა;

სამიზნე ცნებები:

·        გეოგრაფიული გარსი

·        მოსახლეობა და მეურნეობა

·        მდგრადი განვითარება

X

XI

თებერვალი

·        ექსკურსია აბრეშუმის მუზეუმში[2]

·        საქართველოს რესურსები მსოფლიოს ფონზე; აბრეშუმის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში;

სამიზნე ცნებები:

·        მოსახლეობა და მეურნეობა

·        მდგრადი განვითარება

X

XI

თებერვალი

·        საქართველოს პარლამენტი

·        საქართველოს პარლამენტში ვიზიტი, გიდის თანხლებით პარლამენტის შენობის და მუზეუმის მონახულება;

სამიზნე ცნებები:

·        მოსახლეობა და მეურნეობა;

 



[1] ფოტოებზე აღბეჭდილი უნდა იყოს გარკვეული პრობლემა (მაგ.: ნაგვის არასათანადო ადგილზე დაყრა, დაბინძურებული ხევი ან მდინარე; მოშვებული ონკანი და ა.შ.) ან ბუნების სილამაზე.

გეოგრაფიული ნომენკლატურა

 „ჰიდროსფერო“

ოკეანეები: წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე, სამხრეთის ოკეანე.

მსოფლიოში დაახლოებით 100-მდე ზღვაა. ზღვები: შავი ზღვა, აზოვის ზღვა, კასპიის ზღვა, არალის ზღვა, ხმელთაშუა ზღვა, ეგეოსის ზღვა, ადრიატიკის ზღვა, ბალტიის ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა, კარიბის ზღვა, არაბეთის ზღვა, წითელი ზღვა, თეთრი ზღვა, ყვითელი ზღვა, მწვანე ზღვა (სარგასოს ზღვა), იაპონიის ზღვა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ანდამანის ზღვა, იავის ზღვა, ტიმორის ზღვა, არაფურის ზღვა, როსის ზღვა, ამუნდსენის ზღვა, უედელის ზღვა, ბელინსჰაუზენის ზღვა, რისერ-ლარსენის ზღვა. 

VIII კლასი, გეოგრაფიის კურიკულუმი

 შუალედური სასწავლო მიზნების; მათი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღსაწერად გამოიყენება შემდეგი ჩარჩო:

სკოლა

საგანი   გეოგრაფია

კლასი    VIII         70-72 საათი

თემა

სამიზნე ცნება

ქვეცნებები

 

საკითხი /

საკითხთა კლასტერი

ძირითადი კონტექსტ-მაგალითი

კომპლექსური დავალების იდეა

მაგალითები შედარებისთვის

სასწავლო რესურსები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის

I

სამხრეთი ამერიკა

(14 საათი)

VII კლასი, გეოგრაფიის კურიკულუმი

შუალედური სასწავლო მიზნების; მათი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღსაწერად გამოიყენება შემდეგი ჩარჩო:

სკოლა

საგანი   გეოგრაფია

კლასი    VII

თემა

სამიზნე ცნება

ქვეცნებები

 

საკითხი /

საკითხთა კლასტერი/ჯგუფი

ძირითადი კონტექსტ-მაგალითი

კომპლექსური დავალების იდეა

მაგალითები შედარებისთვის

სასწავლო რესურსები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის

 

I

დედამიწა

ცნება

გეოგრაფიული გარსი

ქვეცნებები

-გეოგრაფიული მეცნიერება

- კარტოგრაფიული მეცნიერება

ქვესაკითხები

-გეოგრაფიული ცოდნის დაგროვება

-რუკა, გეგმა, ატლასი

-გრადუსთა ბადე და გეოგრაფიული კოორდინატები

როგორ შევქმნათ ფლაიერი/ლიფლეტი/ბროშურა/ბუკლეტი

რა განსხვავებაა ფლაიერს (flyer), სარეკლამო ფურცელს (leaflet), ბროშურას (brochure) და ბუკლეტს (booklet) შორის?




დღევანდელ დღეს არსებობს მრავალი ხერხი, რომ ესა თუ ის საკითხი, მოვლენა ან პროდუქტი რეკლამირების გზით უფრო პოპულარული და მიმზიდველი გავხადოთ.


ბეჭდვით სარეკლამო პროდუქციაში ყველაზე მოთხოვნადია: 
  • ფლაერები (flyer), 
  • სარეკლამო ფურცლები (leaflet), 
  • ბროშურები (brochure) და
  • ბუკლეტები (booklet).

Marie Tharp (მარი თარპი) კარტოგრაფიის უგვირგვინო დედოფალი

მსოფლიო-ოკეანის-პირველი-სიღრმითი რუკა

XX ს. ოთხ ყველაზე დიდ ოკეანოლოგს შორის დასახელებული, პიონერ-კარტოგრაფად და რევოლუციონერ-გეოლოგად აღიარებული მარი თარპი 1920 წლის 30 ივლისს აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მისი მამა მეცნიერი იყო. პატარა მარი თავიდანვე შეეჩვია „ჩემოდნებზე“ ცხოვრებას და ხშირად დაჰყვებოდა მშობელს ექსპედიციებში. გამუდმებულმა მოგზაურობამ და ცხოვრების „მომთაბარე“ წესმა გაუღვიძა ინტერესი გეოლოგიისადმი. მიუხედავად ამისა, სკოლის დამთავრების შემდეგ ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაბარება განიზრახა. როცა შეიტყო, რომ მისი არჩეული სასწავლებელი ქალებს არ იღებდა,

რას გვიჩურჩულებს შემოდგომა, ჭალის ტყეების ფოთოლთ შრიალით ?!

ჭალის ტყე ჩვენი წინაპრების წარმოდგენებში

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
მაღლა შევდე - გამხმარიყო,
ჩამოვიღე - დამბალიყო;
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში ლაღი იყო,
ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
ერთმა კაცმა ლუკმად იგდო.


წინარე ცოდნის გასააქტიურებელი კითხვები. აქტივობა "გონებრივი იერიში"

რა არის ტყე? რომელი ტყეები ვიცით (ნოტიო ეკვატორული, ამაზონის ტყეები, ტაიგა და ა.შ.)? რა ფუნქციები გააჩნია ტყეს (წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, ჰაერგაწმენდითი და სხვ.)? რატომ არის მნიშვნელოვანი ტყეების შენარჩუნება?

რა არის ჭალა? სად და რატომ წარმოიქმნება ჭალა? შენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, თუ არის რომელიმე ჭალა (მაგალითად, ორთაჭალა, რიყე, მდინარე ვერეს ჭალა, დიღმის ჭალის ტყეები და ა.შ.)? როგორ იყენებენ ადამიანები ამ ჭალებს?

ტყე

    ტყე ბიოსფეროს ეკოლოგური წონასწორობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენს პლანეტა დედამიწაზე - ტყე მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასის უდიდეს დამგროვებელს და ჟანგბადის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ტყე ასუფთავებს დედამიწისპირა მიმდებარე ატმოსფეროს, არეგულირებს წყლის ნაკადს, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურულ რეჟიმზე. და ბოლოს ტყე - ეს არის ადამიანთა ჯანმრთელობის, დასვენებისა და მრავალგვარი ძვირფასი ნედლეულის წყარო.
    უკვე დიდი ხანია ტყის რესურსების მოხმარებამ გადააჭარბა ბუნების მწარმოებლურ შესაძლებლობებს, ამიტომ მწვავედ წარმოიშვა პრობლემა ტყის მეურნეობის წარმოების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ტყეების უწყვეტ და რაციონალურ გამოყენებას (სარგებლობას) და აღწარმოებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტყეებს, რომლებიც თავიანთი მდგომარეობის მიხედვით ადვილად ექვემდებარებიან ბუნებრივი მოვლენების და ანთროპოგენული ზეგავლენის უარყოფით შედეგებს.
  

სამხრეთი ამერიკა - ანდები


 ანდები - კორდილიერების მთათა სისტემის სამხრეთი ნაწილია, რომელიც სამხრეთი ამერიკის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული.
    ანდები, ანდების კორდილიერები (ანტა - ინკების ენაზე - სპილენძი, Andes; Cordillera de los Andes), უდიდესი მთათა სისტემაა სამხრეთ ამერიკაში. გადაჭიმულია დაახლოებით 9000 კმ-ზე წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ - ვენესუელის, კოლუმბიის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიის, ჩილესა და არგენტინის ტერიტორიებზე. მაქსიმალური სიმაღლე 6960 მ (მწვ. აკონკაგუა). 
    ანდები - წყნარი და ატლანტის ოკეანეთა აუზების მთავარი წყალგამყოფი და კლმატური ზღუდეა. იცავს სამხრეთი ამერიკის ტერიტორიის დიდ ნაწილს წყნარი ოკეანის ანტიციკლონის გავლენისაგან და წინ ეღობება ატლანტის ოკეანედან წამოსულ ნოტიო ჰაერის მასებს, რის გამოც ჰავა ანდების დასავლეთ ფერდობებზე და წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში გაცილებით მშრალია, ვიდრე ანდების აღმოსავლეთ ფერდობებზე. 
    ანდებში სათავეს იღებს მდინარე ამაზონი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები. აგრეთვე მდინარეები ორინოკო, პარანა და პარაგვაი თავიანთი შენაკადებით, და პატაგონიის მდინარეები. 

სასარგებლო წიაღისეული

რა არის ბუნებრივი რესურსები? 
ბუნებრივი რესურსები - ბუნებაში არსებული ნივთიერებების და ენერგიის სახეებია, და ისინი ადამიანების და საზოგადოების არსებობისათვის საჭირო საშუალებებს წარმოადგენენ. ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთი სახეა მინერალური რესურსები.
მინერალური რესურსები - ეს არის ქანები და მინერალები, რომელთაც იყენებენ ან მომავალში გამოიყენებენ ქვეყნის მეურნეობაში, იქნება ეს ენერგიის მიღება, ნედლეულისა თუ მასალების წარმოება და ა.შ. მინერალური რესურსები, ქვეყნის მეურნეობის განვითარების ფუნდამენტური საფუძველია, რომელზეც შემდეგ უკვე სხვა დარგების დაშენება ხდება. დღევანდელ დღეს მსოფლიოში 200-ზე მეტ მინერალურ რესურსს იყენებენ.

ჰენრი მორტონ სტენლი (1841-1904)



Henry Morton Stanley's first trans-Africa exploration - Wikipedia ნამდვილი გვარი - ჯონ როულენდსი. დაიბადა დენბიში (უელსი, დიდი ბრიტანეთი). სამი წლისას მშობლები დაეღუპა და მას შემდეგ ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ჩვიდმეტი წლის ასაკში იუნგად წავიდა ხომალდზე, რომელიც ახალ ორლეანში მიდიოდა. თავგადასავლების მაძიებლობამ ჰ.მ.სტენლი 1861 წელს სამხრეთელების არმიის რიგებში მიიყვანა. ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სამოქალაქო ომში მონაწილეობისას ის ტყვედ ჩავარდა ჩრდილოელებთან, მაგრამ ამას ხელი არ შეუძლია, რომ ჩრდილოეთ-ამერიკული ფლოტის რიგებში დაეწყო მსახური და  მიჩმანის წოდებაც მიიღო.

დეივიდ ლივინგსტონი (1813-1873)

David Livingstone - Missionary - Biography
დეივიდ ლივინგსტონი (1813-1873) ქალაქ გლაზგოს მახლობლად შოტლანდიელი ფეიქრების ოჯახში დაიბადა. მამის მსგავსად ისიც ფეიქარი გახდა, მაგრამ ეს სამუშაო მას არ აკმაყოფილებდა. სახსრების უქონლობამ უნივერსიტეტის დასრულების საშუალება არ მისცა, მაგრამ მან მედიცინის შესწავლა დაიწყო და კონტაქტი დაამყარა მისიონერების საზოგადოებასთან.

მოკლევადიანი თეოლოგიური კურსების დასრულების შემდეგ, 1840 წელს დეივიდ ლივინგსტონი მისიონერად სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება. მისი ძირათადი დანიშნულება, ადგილობრივ მოსახლეობაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება იყო, მაგრამ მას მოგზაურობები და სხვადასხვა სახის დაკვირვებები უფრო იტაცებდა. მისიონერის სამსახური კი მას ამის საშუალებას აძლევდა.