რა განსხვავებაა ფლაიერს (flyer), სარეკლამო ფურცელს (leaflet), ბროშურას (brochure) და ბუკლეტს (booklet) შორის?
დღევანდელ დღეს არსებობს მრავალი ხერხი, რომ ესა თუ ის საკითხი, მოვლენა ან პროდუქტი რეკლამირების გზით უფრო პოპულარული და მიმზიდველი გავხადოთ.
ბეჭდვით სარეკლამო პროდუქციაში ყველაზე მოთხოვნადია:
- ფლაიერის (flyer) მთავარი დანიშნულებაა მიმდინარე კონცერტის, ღონისძიების ან
სარეკლამო აქციის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებაა. ჩვეულებრივ მისი
ზომა 210X100მმ-ზეა. ფლაიერზე განთავსებული
ინფორმაცია მაქსიმალურად ლაკონურია. ბროშურის და
ბუკლეტისგან განსხვავებით ფლაიერი დიზაინით განსხვავდება. ყურადღების მისაქცევად
გამოიყენება მკვეთრი ფერები.
- სარეკლამო ფურცლების (leaflet) გავრცელებული ზომაა A4. ამ ფორმაზე
სარეკლამო კომპანიები დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ შეთანხმდნენ. ეს ფორმა
შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპაქტურად განთავსდეს, და მისი
წაკითხვა საკმაოდ მოსახერხებელი იყოს. სარეკლამო ფურცლები
იბეჭდება, როგორც ერთგვერდიანი
ასევე ორგვერდიანი ფორმით.
ბროშურაში და ბუკლეტში განთავსებულ თემასთან ან/და საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია შედარებით მოცულობითი, მრავალფეროვანი და აქტუალურია. ამ ორ სარეკლამო პროდუქტს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება, და ვნახოთ თუ რაში მდგომარეობს ის.
- ბროშურაში (brochure) ინფორმაცია
რამდენიმე ნაწილად არის განთავსებული, და მისი
ფორმაც განსხვავებულია. ბროშურა შეიძლება
იყოს სამ-ოთხ და მრავალგვერდიანი და ძირითადად გადაკეცილია გვერდების მიხედვით. უფრო ხშირად
ბუკლეტებს პრეზენტაციებზე, გამოფენებზე, მაღაზიებში და ტურისტულ სააგენტოებში შეხვდებით. ბროშურის მთავარი
ფუნქციაა ინფორმაციის ლაკონურად
მიწოდება, ვიზუალური ხერხების
– ფოტოები, გრაფიკები, დიაგრამები – გამოყენება. ბროშურაში ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს ინფორმაცია და ვიზუალური გამოსახულებები, გამოყენებული იყოს გემოვნებით ფერთა პალიტრა, თვალით ადვილად
იყოს აღქმადი ბროშურაში განთავსებული ინფორმაცია და ა.შ. ქაღალდის სისქისა
და ხარისხის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. თუკი ბუკლეტების
გავრცელების არეალი პრეზენტაციები და გამოფენებია, მაშინ ქაღალდი
მაქსიმალურად მაღალი ხარისხის უნდა იყოს, სასურველია ლამინირებულიც.
თუკი გავრცელების არეალი ქუჩაა, მაშინ შესაძლებელია
ბევრად მარტივი ხარისხისა და სისქის მქონე ქაღალდის შერჩევა. სასურველია ბუკლეტის
აზრობრივ დატვირთვაზე პროფესიონალები მუშაობდნენ, ასე მათ
შეუძლიათ ძალიან ეფექტური სარეკლამო ბუკლეტის შექმნა.
- ბუკლეტი (booklet) ბროშურისგან იმით განსხვავდება, რომ ის ბევრად მეტ ინფორმაციას შეიცავს, უფრო ხშირად კი ის წიგნის ან ჟურნალის ფორმისაა. ბროშურას ბევრად მეტი გვერდი აქვს, და ისე გამოიყურება, როგორც პატარა წიგნი. მისი ფორმატები მრავალნაირია – A5, B5, B6 და ა.შ. ბროშურაში შესაძლებელია განთავსდეს პროდუქციის კატალოგი, ტექნიკური მახასიათებლები, ადგილის გეოგრაფიული აღწერილობა, რუკა, მარშრუტი და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბროშურა ბევრად ეფექტურ და ეფექტიან საშულებას წარმოადგენს პროდუქციის წინ წასაწევად საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე.