Showing posts with label რელიეფი. Show all posts
Showing posts with label რელიეფი. Show all posts
Marie Tharp (მარი თარპი) კარტოგრაფიის უგვირგვინო დედოფალი
მსოფლიო-ოკეანის-პირველი-სიღრმითი რუკაXX ს. ოთხ ყველაზე დიდ ოკეანოლოგს შორის დასახელებული, პიონერ-კარტოგრაფად და რევოლუციონერ-გეოლოგად აღიარებული მარი თარპი 1920 წლის 30 ივლისს აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მისი მამა მეცნიერი იყო. პატარა მარი თავიდანვე შეეჩვია „ჩემოდნებზე“ ცხოვრებას და ხშირად დაჰყვებოდა მშობელს ექსპედიციებში. გამუდმებულმა მოგზაურობამ და ცხოვრების „მომთაბარე“ წესმა გაუღვიძა ინტერესი გეოლოგიისადმი. მიუხედავად ამისა, სკოლის დამთავრების შემდეგ ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაბარება განიზრახა. როცა შეიტყო, რომ მისი არჩეული სასწავლებელი ქალებს არ იღებდა,
სამხრეთი ამერიკა - ანდები
ანდები -
კორდილიერების მთათა სისტემის სამხრეთი ნაწილია, რომელიც სამხრეთი ამერიკის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული.
კორდილიერების მთათა სისტემის სამხრეთი ნაწილია, რომელიც სამხრეთი ამერიკის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული. ანდები, ანდების კორდილიერები (ანტა - ინკების ენაზე - სპილენძი, Andes; Cordillera de los Andes), უდიდესი მთათა სისტემაა სამხრეთ ამერიკაში. გადაჭიმულია დაახლოებით 9000 კმ-ზე წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ - ვენესუელის, კოლუმბიის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიის, ჩილესა და არგენტინის ტერიტორიებზე. მაქსიმალური სიმაღლე 6960 მ (მწვ. აკონკაგუა).
ანდები - წყნარი და ატლანტის ოკეანეთა აუზების მთავარი წყალგამყოფი და კლმატური ზღუდეა. იცავს სამხრეთი ამერიკის ტერიტორიის დიდ ნაწილს წყნარი ოკეანის ანტიციკლონის გავლენისაგან და წინ ეღობება ატლანტის ოკეანედან წამოსულ ნოტიო ჰაერის მასებს, რის გამოც ჰავა ანდების დასავლეთ ფერდობებზე და წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში გაცილებით მშრალია, ვიდრე ანდების აღმოსავლეთ ფერდობებზე.
ანდებში სათავეს იღებს მდინარე ამაზონი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები. აგრეთვე მდინარეები ორინოკო, პარანა და პარაგვაი თავიანთი შენაკადებით, და პატაგონიის მდინარეები.
სასარგებლო წიაღისეული
რა არის ბუნებრივი რესურსები?
ბუნებრივი რესურსები - ბუნებაში არსებული ნივთიერებების და ენერგიის სახეებია, და ისინი ადამიანების და საზოგადოების არსებობისათვის საჭირო საშუალებებს წარმოადგენენ. ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთი სახეა მინერალური რესურსები.
მინერალური რესურსები - ეს არის ქანები და მინერალები, რომელთაც იყენებენ ან მომავალში გამოიყენებენ ქვეყნის მეურნეობაში, იქნება ეს ენერგიის მიღება, ნედლეულისა თუ მასალების წარმოება და ა.შ. მინერალური რესურსები, ქვეყნის მეურნეობის განვითარების ფუნდამენტური საფუძველია, რომელზეც შემდეგ უკვე სხვა დარგების დაშენება ხდება. დღევანდელ დღეს მსოფლიოში 200-ზე მეტ მინერალურ რესურსს იყენებენ.
Subscribe to:
Posts (Atom)
