რას გვიჩურჩულებს შემოდგომა, ჭალის ტყეების ფოთოლთ შრიალით ?!

ჭალის ტყე ჩვენი წინაპრების წარმოდგენებში

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
მაღლა შევდე - გამხმარიყო,
ჩამოვიღე - დამბალიყო;
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში ლაღი იყო,
ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
ერთმა კაცმა ლუკმად იგდო.


წინარე ცოდნის გასააქტიურებელი კითხვები. აქტივობა "გონებრივი იერიში"

რა არის ტყე? რომელი ტყეები ვიცით (ნოტიო ეკვატორული, ამაზონის ტყეები, ტაიგა და ა.შ.)? რა ფუნქციები გააჩნია ტყეს (წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, ჰაერგაწმენდითი და სხვ.)? რატომ არის მნიშვნელოვანი ტყეების შენარჩუნება?

რა არის ჭალა? სად და რატომ წარმოიქმნება ჭალა? შენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, თუ არის რომელიმე ჭალა (მაგალითად, ორთაჭალა, რიყე, მდინარე ვერეს ჭალა, დიღმის ჭალის ტყეები და ა.შ.)? როგორ იყენებენ ადამიანები ამ ჭალებს?

ტყე

    ტყე ბიოსფეროს ეკოლოგური წონასწორობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენს პლანეტა დედამიწაზე - ტყე მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასის უდიდეს დამგროვებელს და ჟანგბადის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ტყე ასუფთავებს დედამიწისპირა მიმდებარე ატმოსფეროს, არეგულირებს წყლის ნაკადს, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურულ რეჟიმზე. და ბოლოს ტყე - ეს არის ადამიანთა ჯანმრთელობის, დასვენებისა და მრავალგვარი ძვირფასი ნედლეულის წყარო.
    უკვე დიდი ხანია ტყის რესურსების მოხმარებამ გადააჭარბა ბუნების მწარმოებლურ შესაძლებლობებს, ამიტომ მწვავედ წარმოიშვა პრობლემა ტყის მეურნეობის წარმოების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ტყეების უწყვეტ და რაციონალურ გამოყენებას (სარგებლობას) და აღწარმოებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტყეებს, რომლებიც თავიანთი მდგომარეობის მიხედვით ადვილად ექვემდებარებიან ბუნებრივი მოვლენების და ანთროპოგენული ზეგავლენის უარყოფით შედეგებს.
    ტყე — გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი. ის ხეებისბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე ცხოველებისა და  მიკროორგანიზმების რთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.

    ტყის მცენარეულობა როგორც სახეობრივი შემადგენლობით, ისე ეკოლოგიური თავისებურებებით მკვეთრად იცვლება გეოგრაფიული განედის მიხედვით, . . ჰორიზონტალური ზონების მიხედვით
    ტროპიკულ სარტყელში გავრცელებულია ტროპიკულიწვიმის ტყეები“, რომელსაც ახასიათებს სახეობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნება, მრავალიარუსიანობა, ეპიფიტების ფართო მონაწილეობა. ამ სარტყლის კონტინენტურ ნაწილში, ნალექების არათანაბარი განაწილების პირობებში, ვითარდება სავანის ტყე
 ტროპიკული სარტყლის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზღვის სანაპიროებზე, გავრცელებულია სუბტროპიკული ტყეები, სადაც გვხვდება, როგორც ფოთლოვანი (ფოთოლმცვენი და მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი), ისე წიწვოვანი სახეობები. ისინი ტროპიკუ ტყეებთან შედარებით უფრო ღარიბია მერქნიანი ჯიშებით
 ზომიერი ჰავის სარტყელში ფოთოლმცვნი ფართოფოთლოვანი (მუხაწიფელიცაცხვირცხილა და სხვა) და წიწვოვან-ფართოფოთლოვანი (ნაძვისსოჭისფიჭვის მონაწილეობით) ტყეებია. ასეთი ტყეები გვხვდება მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათთვის დამახასიათებელია დიდი სიხშირე და მრავალიარუსიანობა
   უფრო ჩრდილოეთით გავრცელებულია მარადმწვანე წიწვოვანი ტყეები, რომლებიც ტყის პოლარულ საზღვარს აღწევს. ისინი სახეობათა შემადგენლობით ღარიბიაძირითადი სახეობებია ნაძვი, ფიჭვილარიქსი. მათ შორის ერთ-ერთი სახეობა წამყვანია და ტყეც მის სახელს ატარებს
 ტყის სახეობრივი შემადგენლობის, ძირითადი მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებების, მათი ხნოვანებისა და გარკვეული ფიზიკური-გეოგრაფიული პირობების მიხედვით, ტყეში მცენარეების რამდენიმე იარუსი ვითარდება
    ყველაზე რთული სტრუქტურის ტყეები ტროპიკებშია. ტროპიკულწვიმის ტყეებში ტყის შემქმნელი ხეები შეიძლება შედგებოდეს 3, ქვეტყე — 2 და ბალახოვანი საფარი — 3 ქვეიარუსისაგან.
    ზომიერი სარტყლის რთული შემადგენლობის ტყეში განასხვავებენ შემდეგ იარუსებს:

*   პირველ იარუსი - ედგება პირველი სიდიდის ტყის შემქმნელი ხეებისაგან (ფიჭვინაძვისოჭიწიფელიმუხა და სხვა);

მეორე იარუსი - შექმნილია მეორე სიდიდის ხეებისაგან (ცაცხვინეკერჩხალირცხილათელა და სხვა);

*         მესამე იარუსი - ქმნიან ბუჩქები (თხილიშინდიჭანჭყატიკუნელი და სხვა);

*         მეოთხე და მეხუთე იარუსი კი ბალახოვანი და ხავსის საფარისაგან შედგება.

    ტყის სხვადასხვა იარუსზე ხანდახან ხვიარა და მცოცავი მცენარეები გვხვდება, ხოლო ტოტებსა და ჯირკვებზე ხავსებიმღიერებისოკოები და წყალმცენარეები — .წ. ეპიფიტები სახლდებიან.

    ჩრდილოეთისაკენ, ნიადაგისა და კლიმატის ცვლილებებთაბ ერთად, მარივი სტრუქტურის ტყეები ჭარბობს. ასევე მთის ფერდობების ზედა სარტყელში უმთავრესად მარტივი სტრუქტურის ტყები გვხვდება.

შედარებით მოზრდილ ტერიტორიაზე ტყე არაერთგვაროვანია.

ტყეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან:

*   სახეობათა შემადგენლობით (წმინდაერთი სახეობისაგან ან შერეულირამდენიმე სახეობისაგან შემდგარი);

*         ფორმით (მარტივი ანუ ერთიარუსიანი და რთულიმრავალიარუსიანი);

*         ხნოვანებით (ერთხნოვანი და ნაირხნოვანი);

*         წარმოშობით (თესლით და ვეგეტატიური)

*         სიხშირით;

*         ბონიტეტით ანუ პროდუქტიულობით.

    ტყე თავისი შემადგენლობით, ადგილსაარსებო პირობებით, განახლების პროცესით, წარმადობით და განვითარებით სხვადასხვაგვარია, რაც საფუძვლად უდევს ტყის ტიპებად დაყოფას. ტყის ტიპებს გამოყოფენ ტყის შემქმნელი მთავარი სახეობისა და ადგილსაარსებო პირობების ამსახველი ინდიკატორის (გაბატონებული ბალახის ან ქვეტყის ბუჩქის) მიხედვით. მაგ. ჩიტისთვალიანი წიფლნარი, წყავის ქვეტყიანი ნაძვნარი და სხვა. განასხვავებენ ძირეულს და წარმოებულ ტყის ტიპებს. უკანასკნელი წარმოიქმნება ადამიანისა და სხვა ფაქტორების (ტყის მავნებლები, ხანძარი, ქარქცევა და სხვა) ზემოქმედების შედეგად. მთის ტყეებში ტყის ტიპების გამოყოფას ხშირად აძნელებს რელიეფის სირთულე, რაც იწვევს ადგილსაარსებო პირობების მოკლე მანძილზე ცვლას და ამის შედეგად ტყის ტიპის ხშირ მონაცვლეობას.

მთის ტყეები 

 მთის ტყეები ძირითადად მაღალმთიანი ქედების ფერდობზეა გავრცელებული, მთისწინეთიდან დაწყებული ალპური სარტყლით და მთის ტუნდრით დასრულებული. მთებში სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება სითბური რეჟიმი, ტენიანობა და სხვა ფაქტორები, რაც განსაზღვრავს მთის სარტყლიანობის სტრუქტურას. ყველაზე უფრო მკვეთრად ეს ვლინდება ტროპიკებში. კარგადაა გამოხატული იგი ზომიერი ჰავის პირობებშიც (კავკასიაკარპატებიყირიმი).
    საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა შეფენილი
    დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება ზღვის დონიდანვე და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის, დონიდან 500 სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება მურყნარი, სადაც შერეულია ხვალოოფიტირიფებილაფანი, ზოგან იმერული მუხა და რცხილა. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. მათ ძირითადად ქმნის რცხილაჰარტვისისა და იმერული მუხებიიფანიძელქვაწიფელი. ქვეტყეში ხარობს წყავიშქერითაგვისარამოცვი და სხვა, უხვადაა ხვიარა მცენარეებიეკალღიჭიკოლხური სუროკრიკინავაზიღვედკეცი და სხვა.
    აღმოსავლეთ საქართველოში მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე (შირაქიელდარიმცხეთის მიდამოები და სხცა), ზღვის დონიდან 400-დან 600 -მდე, გავრცელებულია არიდული ანუ ნათელი ტყეები, რომლებშიც ჭარბობს კევის ხეღვიები, ზოგან აკაკიბერყენაქართული ნეკერჩხალი, ბუჩქებიდან — თრიმლი, თუთუბო, ბროწეული, ძეძვი და სხვა.

    მთის ქვედა სარტყელში (500-იდან — 900—1000 -მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (კახეთი). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლიგარეკახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება ზღმარტლი, კუნელი, თხილიშინდი, თრიმლი და სხვა.

მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 -მდე) ნაირხნოვანი, მაღალი წარმადობის წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთანმინდვრის ნეკერჩხალთანბოყვთანცაცხვთანნაძვთან და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი. მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი იწყება 1400 -იდან და ხშირად აღწევს ტყის გავრცელების ზედა საზღვარს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 1500-დან 2100 -მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი, რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან. მათ ხშირად ერევა წიფელითელაცაცხვი და სხვა. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ფიჭვი (სამხრეთი ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთათუშეთში, აგრეთვე მესხეთში და თრიალეთის ქედზე.იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის (გარე- და შიგნიკახეთი). მის მაგივრად დაბალი წარმადობის წიფლნარია გავრცელებული. მთის ზედა ზოლი (ზღვის დონე 1900-2100-დან 2400 -მდე) უკავია სუბალპურ ტყეებსსუბალპური ტანბრეციელებსა და სუბალპურ მეჩხერებს. ტანბრეციელები, რომლებიც ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად წარმოდგენილია არყნარით და წიფლნარით. სუბალპური მეჩხერი უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის და შქმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხითჭნავით. მას პარკულ ტყეებსაც უწოდებენ.

აქტივობა "ტექსტზე მუშაობა და ცხრილის შევსება"
გავრცელების არეალი
სიმაღლე ზ.დ.
მცენარეულობა

დას.საქართველოს დაბლობები, მთისწინა კალთები

0მ - 500მ

 

აღმ.საქართველოს დაბლობები და მთისწინა კალთები

0მ - 500მ

 

მთის ქვედა სარტყელი

500მ-დან 1000მ-მე

 

მთის შუა სარტყელი

900 – 1600 მ-მდე

 

მთის ზედა სარტყელი

1400 – 2100 მ-მდე

 

სუბალპური ტყეები

1900 – 2400 მ-მდე

 

საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ. ჰა აღწევს, რაც ტერიტორიის 38,5% შეადგენს. მერქნის საერთო მარაგია 397,4 მლნ. ³. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება. სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ტყეები შემდეგნაირად ნაწილდება: წიწვოვან ტყეებს უკავია 0,41 მლნ. ჰა (202%), მათ შორის სოჭნარს — 190,7 ათ. ჰა, ნაძვნარს — 128,6 ათ-ჰა, ფიჭვნარს — 91,6 ათ. ჰა. ფოთლოვან ტყეებს უკავია 1,57 მლნ. ჰა (79,8%). მათ შორის მაგარმერქნიანებიდან წიფლნარს — 1,03 მლნ. ჰა, მუხნარს — 214,7 ათ. ჰა, რცხილნარს — 149,2 ათ. ჰა. დანარჩენი 155,9 ათ. ჰა ფართობი რბილმერქნიანი ჯიშის ტყეებზე (მურყნარი, არყნარივერხვნარი და სხვა) მოდის.

ჭალის ტყეები

ჭალის ტყეები გავრცელებულია მრავალი მდინარის ჭალაში. ყოველი ბიოგეოგრაფიული ოლქის ფარგლებში ჭალის ტყეების სტრუქტურა და წარმადობა იცვლება გრუნტის წყლის დგომის სიღრმის, დატბორვის ხანგრძლივობის, ალუვიური ნაფენების მექანიკური და ქიმიური შედგენილობის მიხედვით. ჭალის ტყეები ინტრაზონალური ხასიათისაა. ჩრდილოეთში წარმოდგენილია ვერხვნარით და ტირიფნარით; ზომიერ სარტყელშივერხვნარ-თელნარითა და ვერხვნარ-მუხნარით; მშრალი ოლქის ჭალებისათვის დამახასიათებელია ტუგაის ტიპის ტყეები, რომლებშიც გვხვდება ქაცვიტურანგიფშატივერხვიტირიფიიალღუნი. საქართველოში ჭალის ტყეები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების (მტკვარიალაზანიიორიხრამი და სხვა) ქვემო დინების გასწვრივ. მათში ჭარბობს ტირიფი, ვერხვი, ჭალის მუხა, ზოგან თუთა, თელა და სხვა. ალაზნის ჭალის ტყეებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ლაფანი, მდიდარია ხვიარა მცენარეებით, რომლებიც ხშირად გაუვალ ყებს ქმნიან.

ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. იგი ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი პლანეტური აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებს და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირბადის ბალანსის დონეს.

ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტიტყე. 1 ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში ატმოსფეროდან შთანთქვას 13-17 . ნახშირორჟანგს და 10-15 . ჟანგბადს გამოყოფს. ტყე ჩვენი პლანეტის ყველაზე უფრო პროდუქტიული ფორმაციაა და ბიოლოგიური წრებრუნვის ყველაზე მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. ტყეში დაგროვილი ბიომასა მნიშვნელოვნად აღემატება ბალახეულ და სხვა მცენარეულ თანასაზოგადოებათა ბიომასას. 1 ჰა ტყის ფიტომასას წლიური ნამატი საშუალოდ 10—30 შეადგენს,ბალახოვანი მცენარეულობისა — 9 , ტუნდრის მცენარეებისა — 2 .

ტყე გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა) და ხმელეთის 30% უკავია. დედამიწის ტყით დაფარული ფართობი 3779 მლნ. ჰექტარს შეადგენს. წარსულში დედამიწაზე ტყეები გავრცელებული იყო უფრო დიდ ფართობზე, რომელთა ნაწილი შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა, სწრაფად მზარდმა ქალაქებმა და სამრეწველო კომპლექსებმა დაიკავა. დედამიწის თანამედროვე ტყის საფარი მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ჩარევამ. მაგ., ცენტრალურ ევროპაში წიფლნარის ადგილზე ხელოვნურად გაშენდა ნაძვნარი. ტაიგაში პირწმინდა ჭრის შედეგა საგრძნობლად გაიზარდა არყნარისა და ვერხვნარის ფართობები. საქართველოში არარაციონალური ექსპლუატაციის შედეგად მაღალპროდუქტიული მუხნარის მნიშვნელოვანი ფართობები შეიცვალა დაბალი წარმადობის ამონაყარი მუხნარითა და ჯაგრცხილნარით.

ტყე მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანიქერქიტოტებიფოთოლინაყოფითესლისოკო და სხვა) უმდიდრესი წყაროა. მან ფართო გამოყენება პოვა მერქნის დამზადების, გადამუშავების, ქიმიურის, კვების, ფარმაცევტულ, საფეიქრო მრეწველობასა და მეურნეობის სხვა დარგებში. ტყე ერთ-ერთი ბუნებრივი ბიოლოგიური რესურსია, რომელსაც ახასიათებს აღდგენის უნარი. იგი ასრულებს პლანეტურ ბიოქიმიურ ფუნქციას, მონაწილეობს მრავალფეროვანი ლანდშაფტის შექმნაში, აქვს ძალზე დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომ ტყის დაცვასა და მის რაციონალურად გამოყენებას უდიდესი სახალხო-სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 

ჭალა

ჭალა. ჭალის ტერასა, ხეობის ძირის ნაწილია, რომელიც წყალდიდობის დროს წყლით იფარება. ჭალის ზედაპირი უსწორმასწოროა; მდინარის გადაკეტილი კლაკნილებისა და ტოტების ნარჩენებს სერები ენაცვლება. ჭალა შედგება 3 ნაწილისაგან:
  • კალაპოტისპირა, რომელიც ყველაზე მაღალია და მსხვილი ალუვიონით არის აგებული;
  • ცენტრალური, რომელიც უფრო დაბალია და შედარებით მცირე ზომის ნატანით არის აგებული;
  • ტერასისპირა ნაწილი, რომელიც ყველაზე დაბალია, დაჭაობებულია და მოლამული;
ჭალის ნიადაგი მდიდარია ორგანული ნივთიერებით და ძალიან ნოყიერია. ჭალა ჩვეულებრივ ტყითა და ბუჩქნარით არის შემოსილი, კულტურული ათვისების შედეგად იყენებნ საძოვრებად.

მდინარისპირა ტყე

მდინარის პირას პირველ და მეორე ტერასის გადაკვეთაზე არსებული ტყეა. მისთვის დამახასიათებელია საკვები ნივთიერებით მდიდარი ლამიანი ნიადაგი, პერიოდული დატბორვა, გრუნტის წყლის სიახლოვე. 

მდინარისპირა ტყე მრავალსართულიანია. 

სართულები ერთმანეთში ხვიარა მცენარეებითაა გადახლართული. საქართველოში ამ სახის ტყეები ფართოდ იყო გავრცელებული, ამჟამად მცირე მასივებია შემორჩენილი: 

მდინარისპირა ტყეს დიდი მნიშვნელობა აქვს წყალდიდობისაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და სანადირო ფაუნის შენარჩუნებისათვის.

ჭალის (ტუგაის) ტყე


მდინარის პირას ვიწრო ზოლად გაყოლებული ტყე. შუა და ცენტრალური აზიის უდაბნოებში ასეთ ტყეებს ტუგაი ეწოდება. 

საქართველოში ჭალის ტყეები უმთავრესად  მდინარეების - მტკვრისქსნისიორისა და ალაზნის პირას, პირველ ტერასებზე გვხვდება. აღნიშნულ მდინარეთა სანაპირო ჭალების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ინტენსიური ათვისების გამო, ჭალის ტყეების ფართობები მკვეთრად შემცირდა. 

ამ მხრივ ერთგვარი გამონაკლისია ალაზნის სანაპირო. 

ჭალის ტყეების ჯიშობრივ შემადგენლობაში მთავარი ადგილი უკავია ხვალოს (თეთრი ვერხვი), ოფს (შავი ვერხვი) და სხვ. გვხვდება ასევე სხვადასხვა სახეობის ტირიფი, მინდვრის თელა; ბუჩქებიდან - ილღუნი, ქაცვი, ჭალაფშატა, კუნელი.

ჭალის ტყეები ხშირად გადახლართულია ისეთი ხვიარა მცენარეებით, როგორიცაა კატაბარდა, ღიჭი, სვია, კრიკინა (ველური ვაზი) და სხვ. ბალახებიდან გვხვდება - ლელი, თივაქასრა. შემაღლებულ მშრალ ადგილებში - ბერსელა, ჭანგა და სხვა მარცვლოვნები.

ჭიაურის ტყე 

ყორუღის ტყე

რუსთავის ტყე