ჰენრი მორტონ სტენლი (1841-1904)



Henry Morton Stanley's first trans-Africa exploration - Wikipedia ნამდვილი გვარი - ჯონ როულენდსი. დაიბადა დენბიში (უელსი, დიდი ბრიტანეთი). სამი წლისას მშობლები დაეღუპა და მას შემდეგ ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ჩვიდმეტი წლის ასაკში იუნგად წავიდა ხომალდზე, რომელიც ახალ ორლეანში მიდიოდა. თავგადასავლების მაძიებლობამ ჰ.მ.სტენლი 1861 წელს სამხრეთელების არმიის რიგებში მიიყვანა. ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სამოქალაქო ომში მონაწილეობისას ის ტყვედ ჩავარდა ჩრდილოელებთან, მაგრამ ამას ხელი არ შეუძლია, რომ ჩრდილოეთ-ამერიკული ფლოტის რიგებში დაეწყო მსახური და  მიჩმანის წოდებაც მიიღო.

საზღვაო ფლოტში მსახურობის დროს ჰ.მ.სტენლი ჟურნალისტიკით დაინტერესდა. 1865 წელს ის თურქეთში მიემგზავრება კორესპონდენტის რანგში, და შემდგომში გაზეთ "ნიუ-იორკ ჰერალდის" მუდმივი კორესპონდენტი ხდება. 1867 წელს ის აბისინიაში გააგზავნეს სამხედრო კორესპონდენტის რანგში, სადაც ბრიტანეთის არმია ინტერვენციას ახორციელებდა კონსულ ქამერონის (არ აგერიოთ ვერნი ლოვეტ ქამერონში (1844-1894) - პირველი ევროპელი, რომელმაც გადაკვეთა ეკვატორული აფრიკა ინდოეთის ოკეანიდან ატლანიტის ოკეანემდე) გათავისუფლების მიზნით, რომელიც დაკავებული ყავდა ადგილობრივ მთავრობას. 1869 წელს ჰ.მ.სტენლი სუეცის არხის გახსნას ესწრებოდა და ამის შემდეგ ის სპარსეთში და ინდოეთში მიემგზავრება.

ამ დროისათვის მთელი მსოფლიო საზოგადოება შეძრწუნებული იყო გამოჩენილი მოგზაურის დეივიდ ლივინგსტონის გაუჩინარებით, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში მისიით იმყოფებოდა. ჯეიმს გორდონ ბენეტმა, გაზეთ "ნიუ-იორკ ჰერალდის" მფლობელმა,  ლივინგსტონის სამძებრო ექსპედიცია დააფინანსა და მისი ხელმძღვანელობა სწორედ ჰ.მ.სტენლის დაავალა.

Henry Morton Stanley

1871 წელს ჰ.მ.სტენლი ზანზიბარში - დეივიდ ლივინგსტონის საყვარელ ბაზაზე - ჩადის. აქედან 200 კაციანი, ძირითადად ადგილობრივებისაგან შემდგარი, სამაშველო ექსპედიციის სათავეში მყოფი ჰ.მ.სტენლი აფრიკის სიღრმეში მიემართება. ექსპედიცია ნელ-ნელა ტბა ტანგანიიკასკენ მიიწევდა, სადაც მისი ნაპირების ზედმიწევნით შესწავლა დაიწყო. ურუნდიდან სამხრეთით ექსპედიციამ უჯიჯის ქვეყანა აღმოაჩინა, სადაც შრომისმოყვარე ტომები ცხოვრობდნენ. მათ ძირითად საარსებო წყაროს სოფლის მეურნოება და თევზჭერა წარმოადგენდა. სტენლიმ შეიტყო, რომ ადგილობრივებს შორის იმყოფება უცნობი თეთრი მისიონერი, და მხოლოდ ნოემბერში მოხდა ჰ.მ.სტენლის და დეივიდ ლივინგსტონის ისტორიული შეხვედრა.

რამოდენიმე ხნის განმავლობაში ჰ.მ.სტენლი და დეივიდ ლივინგსტონი აგრძელებდნენ ტბა ტანგანიიკის ჩრდილოეთ ნაწილის შესწავლას, ხოლო 1872 წლის მარტში სტენლი ზანზიბარში ბრუნდება, აქედან ევროპაში ჩადის და ექსპედიციის ჩანაწერებს აქვეყნებს.

ევროპაში ჰ.მ.სტენლი ცოტა ხნით ჩერდება და უკვე 1873 წელს ოქროს ნაპირზე (დღევანდელი განა) მიემგზავრება, აქედან ის კორესპონდენციას გზავნის, ინგლისელების და აჯანყებული ადგილობრივი ტომის - აშანტის, სამხედრო მოქმედებების შესახებ. მას საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა, მათ შორის ბრძოლებში აქტიური მონაწილეობის მიღებაც კი უხდებოდა.

1874 წელს გაზეთების "ნიუ-იორკ ჰერალდი" და ლონდონის "დეილი ტელეგრაფის" რედაქციებმა ჰ.მ.სტენლის შესთავაზეს ახალი მოგზაურობა აფრიკაში, რაზეც ჟურნალისტი და მკვლევარი უყოყმანოდ დათანხმდა. ამ ექსპედიციის დასაწყისშივე ჰ.მ.სტენლიმ უდიდესი აღმოჩენა გააკეთა, კერძოდ, მან ფარდა ახადა გამოცანას, რომელიც ლივინგსტონისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა, მან დაადგინა, რომ თეთრი ნილოსი სათავეს ტბა ვიქტორიადან იღებს (თუმცა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დავა, თუ რომელია თეთრი ნილოსის კონკრეტული სათავე, უკანასკნელი მონაცემებით 2010 წელს თეთრი ნილოსის სათავედ მდ.რუკარარა, დასავლეთ რუანდა, იქნა მიჩნეული). ჰ.მ.სტენლი და ექსპედიციის 210 მონაწილე, ჯარისკაცები და მტვირთავები, გულდასმით იკვლევდნენ ამ უზარმაზარი ტბის ნაპირებს, რომლის შემდეგ უგანდის სიღრმეში გააგრძელეს მოგზაურობა, სადაც ადგილობრივი ტომის ბელად მტესთან დაიდო ხელშეკრულება. სტენლი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტბა ტანგანიიკასთან, შემოურა მას გარშემო და დასავლეთისკენ, კერძოდ კონგოსკენ, გეზი აიღო.

Híres utazók – Henry Morton Stanley - Montázsmagazin

ეს პიონერი აღმომჩენების ნამდვილი მოგზაურობა იყო. სტენლის ექსპედიცია ისეთ ადგილებში გადიოდა, სადაც მანამდე თეთრკანიანი ადმიანის ფეხიც კი არ დადგმულა. აქ თავგადასავლების მთელი სერია დაიწყო: ბუნებასთან ბრძოლა, ადგილობრივ ტომებთან შეტაკებები, საშიშ მდინარეთა დინებები, ჭორომებიანი და ჩანჩქერებიანი გადასვლები. მდინარე ლუალაბას და მისი შენაკადების შესწავლისას მოგზაურმა დაადგინა, რომ ის თავისთავად მდ.კონგოს წარმოადგენდა. ამ ფაქტის დასაზუსტებლად ჰ.მ.სტენლი მდინარის დინებას ქვევით დაუყვა, და უშუალოდ მდ.კონგოს შესართავამდე (ატლანტის ოკეანის სანაპირომდე) ჩავიდა. პორტუგალიელთა პორტ კაბინდაში (დღევანდელ დღეს ანგოლას ნახევრადექსკლავი) ჰ.მ.სტენლიმ დაასრულა თავისი მოგზაურობა. ამ ექსპედიციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აფრიკის კონტინენტის შიდა ნაწილების შესწავლას და მომავალ აღმოჩენებს.

ამ მოგზაურობის შემდეგ ჰ.მ.სტენლი "აფრიკის საერთაშორისო საზოგადოების" დაარსების იდეით გამოდის. ის ამ საზოგადოების დირექტორად აირჩიეს და 1879 წელს ის კვლავ კონგოში მიემგზავრება, სადაც მან 5 წელი დაჰყო. ჰ.მ.სტენლი კონგოში აარსებდა ქალაქებს, გაჰყავდა საავტომობილო და სარკინიგზო გზები. 1885 წელს ბერლინში ევროპელი მონარქების და ჰ.მ.სტენლის მონაწილეობით კონფერენცია ჩატარდა, რომლის დროსაც შეიქმნა ე.წ. "კონგოს დამოუკიდებელი სახელმწიფო" და მის სათავეში ბელგიის მეფე ლეოპოლდ II აირჩიეს.

West Africa Performance TASK#1 Geography of Africa

სტენლიმ აფრიკაში კიდევ ერთი მოგზაურობა განახორციელა. 1884 წელს სუდანში არაბების აჯანყებამ იფეთქა მუჰამმად ახმადის (1844-1885), მაჰდის (არაბულად მესია), და შემდეგ მისი საქმის გამგრძელებლის აბდულა იბნ მუჰამმადის (1843-1899) მეთაურობით. იმ დროისათვის სუდანი ბრიტანეთის მიერ იყო ოკუპირებული, ამავე დროს პოლიტიკურად ეგვიპტის პროვინციას წარმოადგნედა და თავად ეგვიპტე კი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

Charity and Commercial Success as Vectors of Asymmetry and ...

ეგვიპტის გუბერნატორი იმ დროს ებრაელი ედუარდ შნიტცერი იყო, რომელმაც ფსევდონიმად ემინ-ფაშა აიღო. აჯანყებულმა სუდანელებმა ალყაში მოაქციეს გუბერნატორი, ამავე დროს ბრიტანული სამხედრო გარნიზონები ქვეყანაში უკვე ლიკვიდირებული იყო. ხელისუფლებამ დასახმარებლად ჰ.მ.სტენლის მიმართა, სამაშველო ექსპედიციის ორგანიზების მიზნით.

1887 წელს ჰ.მ.სტენლი კონგოს გავლით ტბა ალბერტისაკენ გაემგზავრა და ემინ-ფაშა გაათავისუფლა სწორედ იმ მომენტში, როდესაც მას ეგვიპტელი ჯარისკაცების მხრიდან სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. იქიდან ის ტბა ვიქტორიასკენ იღებს გეზს, შემდეგ ტბა ტანგანიიკას გავლით პორტ ბაგამოიოში (დარ-ეს-სალამის მახლობლად) ჩადის. აქედან ის ევროპაში დაბრუნდა.

A Map of the Route of the Emin Pasha Relief Expedition Through ...

1889 წლიდან ჰ.მ.სტენლიმ ინგლისში დაიდო ბინა. 1899 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მოგზაურის დამსახურებების აღიარების დასტურად, მას რაინდის წოდება უბოძა. 1895-1901 წლებში ჰ.მ.სტენლის დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატად ირჩევენ. 1904 წელს ის ლონდონში გარდაიცვალა.

ჰ.მ.სტენლი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი მოწინავე მკვლევარის, მოგზაურის და მეცნიერის რანგში გვევლინება. თეთრი ნილოსის სათავის გამოცანის დადგენა (თუმცა შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნილოსის სათავე ტბა ვიქტორიადან გაცილებით ზევით მდებარეობს) და კონგოს ტერიტორიაზე გაკეთებულ აღმოჩენებს მთელი კაცობრიობისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვთ. თანდაყოლილი დაკვირვებულობა და სხარტი გონება, ეხმარებოდა მას ურთულეს და გამოუვალ მდგომარეობებშიც კი, მიეღო საუკეთესო გადაწყვეტილებები. უამრავი სტატიების გარდა ჰ.მ.სტენლიმ რამოდენიმე შრომაც გამოაქვეყნა, სადაც ის მოგზაურობებს და თავგადასავლებს აღწერს.

ჰ.მ.სტენლის სახელს ატარებენ: სტენლევილი - სიდიდით მესამე ქალაქი კონგოში (დღევანდელი კისანგანი); სტენლის ჩანჩქერი - მდინარე კონგოზე შვიდი კატარაქტა-ჭორომი; ტბა სტენლი (დღევანდელი მალებო) - ვრცელი ტბა მდინარე კონგოზე, ბრაზავილსა და ლეოპოლდვილს (დღევანდელი კინშასა) შორის; სტენლის ქედი - მთათა ჯაჭვი ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალია) და სხვა გეოგრაფიული ობიექტები.