GeographyEducation@Georgia
Marie Tharp (მარი თარპი) კარტოგრაფიის უგვირგვინო დედოფალი
მსოფლიო-ოკეანის-პირველი-სიღრმითი რუკაXX ს. ოთხ ყველაზე დიდ ოკეანოლოგს შორის დასახელებული, პიონერ-კარტოგრაფად და რევოლუციონერ-გეოლოგად აღიარებული მარი თარპი 1920 წლის 30 ივლისს აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მისი მამა მეცნიერი იყო. პატარა მარი თავიდანვე შეეჩვია „ჩემოდნებზე“ ცხოვრებას და ხშირად დაჰყვებოდა მშობელს ექსპედიციებში. გამუდმებულმა მოგზაურობამ და ცხოვრების „მომთაბარე“ წესმა გაუღვიძა ინტერესი გეოლოგიისადმი. მიუხედავად ამისა, სკოლის დამთავრების შემდეგ ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაბარება განიზრახა. როცა შეიტყო, რომ მისი არჩეული სასწავლებელი ქალებს არ იღებდა,
რას გვიჩურჩულებს შემოდგომა, ჭალის ტყეების ფოთოლთ შრიალით ?!
ჭალის ტყე ჩვენი წინაპრების წარმოდგენებში
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
მაღლა შევდე - გამხმარიყო,
ჩამოვიღე - დამბალიყო;
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში ლაღი იყო,
ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
ერთმა კაცმა ლუკმად იგდო.
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
მაღლა შევდე - გამხმარიყო,
ჩამოვიღე - დამბალიყო;
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში ლაღი იყო,
ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
ერთმა კაცმა ლუკმად იგდო.
წინარე ცოდნის გასააქტიურებელი კითხვები. აქტივობა "გონებრივი იერიში"
რა არის ტყე? რომელი ტყეები ვიცით (ნოტიო ეკვატორული, ამაზონის ტყეები, ტაიგა და ა.შ.)? რა ფუნქციები გააჩნია ტყეს (წყალმარეგულირებელი, ნიადაგდაცვითი, ჰაერგაწმენდითი და სხვ.)? რატომ არის მნიშვნელოვანი ტყეების შენარჩუნება?
რა არის ჭალა? სად და რატომ წარმოიქმნება ჭალა? შენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, თუ არის რომელიმე ჭალა (მაგალითად, ორთაჭალა, რიყე, მდინარე ვერეს ჭალა, დიღმის ჭალის ტყეები და ა.შ.)? როგორ იყენებენ ადამიანები ამ ჭალებს?
ტყე
ტყე ბიოსფეროს ეკოლოგური წონასწორობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენს პლანეტა დედამიწაზე - ტყე მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასის უდიდეს დამგროვებელს და ჟანგბადის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ტყე ასუფთავებს დედამიწისპირა მიმდებარე ატმოსფეროს, არეგულირებს წყლის ნაკადს, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურულ რეჟიმზე. და ბოლოს ტყე - ეს არის ადამიანთა ჯანმრთელობის, დასვენებისა და მრავალგვარი ძვირფასი ნედლეულის წყარო.
უკვე დიდი ხანია ტყის რესურსების მოხმარებამ გადააჭარბა ბუნების მწარმოებლურ შესაძლებლობებს, ამიტომ მწვავედ წარმოიშვა პრობლემა ტყის მეურნეობის წარმოების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ტყეების უწყვეტ და რაციონალურ გამოყენებას (სარგებლობას) და აღწარმოებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტყეებს, რომლებიც თავიანთი მდგომარეობის მიხედვით ადვილად ექვემდებარებიან ბუნებრივი მოვლენების და ანთროპოგენული ზეგავლენის უარყოფით შედეგებს.
სამხრეთი ამერიკა - ანდები
ანდები - კორდილიერების მთათა სისტემის სამხრეთი ნაწილია, რომელიც სამხრეთი ამერიკის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული.
ანდები, ანდების კორდილიერები (ანტა - ინკების ენაზე - სპილენძი, Andes; Cordillera de los Andes), უდიდესი მთათა სისტემაა სამხრეთ ამერიკაში. გადაჭიმულია დაახლოებით 9000 კმ-ზე წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ - ვენესუელის, კოლუმბიის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიის, ჩილესა და არგენტინის ტერიტორიებზე. მაქსიმალური სიმაღლე 6960 მ (მწვ. აკონკაგუა).
ანდები - წყნარი და ატლანტის ოკეანეთა აუზების მთავარი წყალგამყოფი და კლმატური ზღუდეა. იცავს სამხრეთი ამერიკის ტერიტორიის დიდ ნაწილს წყნარი ოკეანის ანტიციკლონის გავლენისაგან და წინ ეღობება ატლანტის ოკეანედან წამოსულ ნოტიო ჰაერის მასებს, რის გამოც ჰავა ანდების დასავლეთ ფერდობებზე და წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში გაცილებით მშრალია, ვიდრე ანდების აღმოსავლეთ ფერდობებზე.
ანდებში სათავეს იღებს მდინარე ამაზონი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები. აგრეთვე მდინარეები ორინოკო, პარანა და პარაგვაი თავიანთი შენაკადებით, და პატაგონიის მდინარეები.
Subscribe to:
Posts (Atom)